Thursday, 10 June 2010

თემის გეგმა

1.რა არის სქოლიოზი?
2.სქოლიოზის 2 სახესხვაობა
3.სქოლიოზის განვითარების ეტაპები
4.მასაჟი და სამკურნალო ვარჯიშები

რუკა-maps.google.com


Просмотреть სქოლიოზი на карте большего размера

Wednesday, 9 June 2010

slide show

ფოტო მასალა


ინფორმაციის წყარო:google.ge

სქოლიოზი

თქვენს პატარას ხერხემალი აწუხებთ? ეს გამორიცხული აარა,რადგამ 10-15 წლამდე გოგოებსა და ბიჩებს აქვთ სხვადასხვაგვარი პრობლემები. თუ ატყობთ რომ თქვენ შვილს ერი მხარი დაბლა აქ ან პირიქით წელში მოხრილია ესეიგი მას სქოლიოზი სჭირს. სქოლიოზში საშიში არაფერი თუ მას მოუვლით. მსოფლიოში 90% სქოლიოზით არის დაავადებული მაგრამ თუ მას დროულათ არ მიხედავთ შეიძლება რთულ ფორმებში გადავიდეს რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. სქოლიოზი უშლის სიმაღლეში ზრდას ხელს. იმისთვის რომ თქვენს შვილს უშველოთ საჭიროა გაუკეთოთ სქოლიოზის მასაჯები პროფესიონალ ექთანთან უმჯობესია ექიმთან. მასაჟის დროს მისი ტვინი დაიწყებს უკეთესად აზროვნებას, სხეულის ზრდა იქნება მოსალოდნელი და ზედმეტი წონის დაგდება. მასაჟებთან ერთად დასჭირდება ვარჯიშები.
ხერხემლის გამრუდება ანუ სქოლიოზი ვლინდება ზურგში დისკომფორტითა და ტკივილით. ის აჩქარებს ხეხრხემლის "დაბერების" პროცესს ის ხერხემლის რთული დეფორმაციაა,რომლის დროსაც ხდება ხერხემლის გამრუდება და ტორსული შემობრუნება თავისი ღერძის გარშემო.იგი შეიძლება იყოს შეძენილი ან თანდაყოლილი.
სქოლიოზი ხერხემლის რთული დაზიანებაა, რომელიც გამოიხატება მისი გამრუდებით ფრონტალურ სიბრტყეში, მარჯვნივ ან მარცხნივ. არსებობს სქოლიოზის ორი სახესხვაობა: C-ს მაგვარი ანუ მარტივი (ხერხემალს აქვს ერთი გამრუდება) და შ-ის მაგვარი ანუ რთული (ხერხემალს აქვს ორი ან მეტი გამრუდება სხვადასხვა მხარეს). მასაჟი რეკომენდებულია სქოლიოზის ნებისმიერი ხარისხის დროს. სკოლიოზის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ყველაზე საშიშია ინტენსიური ზრდის (6-8, 10-14 წელი) და სქესობრივი მომწიფების (გოგონებში - 10-13 წელი, ვაჟებში - 11-14 წელი) პერიოდები. დაავადების პროგრესირების ალბათობა იმატებს, როდესაც ამ საშიშ პერიოდში უკვე არსებობს რენტგენოლოგიურად დადასტურებული პირველი ხარისხის სქოლიოზის განვითარებაში რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ,ესენია:
I-ხერხემლის თანდაყოლილი თავისებურებანი,ხერხემლის გამრუდება უპირველესაd უვითარდებათ ბიჭებს 10-16 წლის ასაკში.
II-გაძლიერებული დატვირთვა ხერხემალზე,მძიმე საგნის აწევა,ასეთ შემთხვევაში სხეულის ერთი სახის კუნთები ძლიერადაა დაჭიმული მეორე კი ნაკლებად.არათანაბრად შეკუმშულ კუნთებს ხერხემალი “მწყობრიდან” გამოყავს,რაც დროთა განმავლობაში სკოლიოზის ჩამოყალიბებას იწვევს.
III-ხშირი ტ;რამვა.
IV-დაბალი ფიზიკური აქტივობა.ბავშვები დროის ძირითად ნაწიƯ4;ს კომპიუტერთან,ტელევიზორთან ან სამეცადინო მაგიდასთან ატარებენ.
ხერხემლის გამრუდების მიზეზი სკოლამდე და უფრო ადრეულ ასაკში იჩენს თავს,ზოგიერთ ბავშვს აღენიშნება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანუ ძვალ-კუნთოვანი სისტემის პათოლოგიური ცვლილებები,რაც შემდგომში სკოლიოზად ყალიბდება.ასეთ შემთხვევაში მისი თავიდან აცილება შესაძლებელია მუდმივი კონტროლითა და დაკვირვებით.
სიმპტომები რომელთაც ექცევა ყურადგება ბავშვთა ასაკში:
I-ბავშვი მუდმივად დაჭიმულია და წინააღმდეგობას გიწევთ,ტირის მუცლიდან ზურგზე ან პირიქით გადაბრუნებისას.
II-ძილის დროს თავი ერთსა და იმავე გვერძე აქვს მიბრუნებული.
III-დღისით მოდუნებულია,ღამით კი მოუსვენარი და ცუდად ძინავს.
IV-ფორთხვის დროს თეძოებს მაღლა სწევს.
V-ნაოჭები სხეულზე და ფეხზე ასიმეტრიულია.
VI-სიარულს ყოველთვის ერთი და იმავე ფეხით იწყებს.
მოზრდილებში სქოლიოზის ნიშნებია: ერთი მხრის უფრო მაღლა დგომა,ბეჭების კუთხის ასიმეტრია,წინ გადახრისას ხერხემლის მრუდობა.
გამოყოფენ სქოლიოზის სამ ხარისხს:Iხარისხის დროს დეფორმაცია უმნიშვნელოა და გამოსწორებადი,II ხარისხის დროს დეფორმაცია გამოხატული და დაჭიმვით სწორდება,III ხარისხის დროს მყარი დეფორმაციაა და შერწყმულია ნეკნების დეფორმაციასთან,ხშირად აღინიშნება სუნთქვითი ფუნქციის შეზღუდვა.
დიაგნოზის დასადასტურებლად უნდა იქნეს გადაღებული რენტგენოგრამა როგორც მჯდომარე ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში და ასევე ფუნქციური ლატეროგრაფია.
კონსრვატიული მკურნალობის ძირითადი პრინციპებს ეკუთვნის ზოგადი რეჟიმის დაცვა:
1-ხანგრძლივი ძილი.
2-ფიზიკური დატვირთვისა და მოსვენების მონაცვლეობა.
3-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები.
4-რაციონალური კვება.
5-სეირნობა და თამაში სუფთა ჰაერზე.
6-დღისით,სკოლის შემდეგ დასვენება.
სა+15;კურნალო სპეციფიური ღონისძიებები:
1-სამკურნალო ვარჯიში(კინეზოთერაპია)
2-სამკურნალო ცურვა(აქვათერაპია)
3-სამკურნალო მასაჯი
4-ფიზიოთერაპია,ზურგისა და მუცლის კ;უნთების ელექტროსტიმულაცია
ხერხემლის მასაჟი და სამკურნალო ვარჯიშები სკოლიოზის დროს 21.06.09

მასაჟი
სკოლიოზი ხერხემლის რთული დაზიანებაა, რომელიც გამოიხატება მისი გამრუდებით ფრონტალურ სიბრტყეში, მარჯვნივ ან მარცხნივ. არსებობს სკოლიოზის ორი სახესხვაობა: C-ს მაგვარი ანუ მარტივი (ხერხემალს აქვს ერთი გამრუდება) და შ-ის მაგვარი ანუ რთული (ხერხემალს აქვს ორი ან მეტი გამრუდება სხვადასხვა მხარეს). მასაჟი რეკომენდებულია სკოლიოზის ნებისმიერი ხარისხის დროს. სკოლიოზის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ყველაზე საშიშია ინტენსიური ზრდის (6-8, 10-14 წელი) და სქესობრივი მომწიფების (გოგონებში - 10-13 წელი, ვაჟებში - 11-14 წელი) პერიოდები. დაავადების პროგრესირების ალბათობა იმატებს, როდესაც ამ საშიშ პერიოდში უკვე არსებობს რენტგენოლოგიურად დადასტურებული პირველი ხარისხის სკოლიოზი.

ხერხემლის მასაჟის დროს გამოიყენება კლასიკური მასაჟის ძირითადი ილეთები - ხელსმა, სრესა, ხერხვა, დაზელა, მოთელვა, დარტყმითი ილეთები, ვიბრაცია და სხვა. ზოგადი მასაჟის შემდეგ გამრუდების საწინააღმდეგო მხარეს ტარდება კუნთების მომადუნებელი მასაჟი, ხოლო შეზნექილობის მხარეს - მასაჟი დასაჭიმავად და კუნთების განსამტკიცებლად. სკოლიოზის დროს მასაჟი ამცირებს ხერხემლის გამრუდებას, განამტკიცებს კუნთოვან კორსეტს, აუმჯობესებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას, ამცირებს დაღლილობას, ტკივილს. შესამჩნევი შედეგის მისაღებად უნდა ჩატარდეს არანაკლებ 12 სეანსისა, მე-4-დან მე-8-მდე - ყოველდღიურად, მე-8-დან მე-12-მდე - დღეგამოშვებით. სამკურნალო მასაჟის, სამკურნალო ტანვარჯიშის, ფიზიოთერაპიის და სხვა მეთოდების კომპლექსური გამოყენება საშუალებას იძლევა, მიღწეულ იქნეს სასურველი შედეგი. მთავარია, ყველა ეს მეთოდი გამოყენებულ იქნეს პროფესიულ დონეზე და თანამიმდევრულად.



სამკურნალო ვარჯიში
ხერხემლის ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს სპეციალურ ტანვარჯიშს. ვიდრე დამოუკიდებლად ვარჯიშს შეუდგებოდეთ, აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტებთან (ნევროპათოლოგთან, ორთოპედ-ტრავმატოლოგთან, სამკურნალო ფიზკულტურის ექიმთან). სამკურნალო ტანვარჯიშის ჩატარება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ურიგო არ იქნება, დილით, ადგომისთანავე, შეასრულოთ რამდენიმე ვარჯიში (მაგალითად, მწვავე პერიოდის 1-ელი, მე-3, მე-13, მე-17, მე-20 ვარჯიშები), შემდეგ ჩაიტაროთ დილის ტუალეტი და გააგრძელოთ ვარჯიში ექიმის მითითებისამებრ. ვარჯიშის დროს უნდა გეცვათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც არ შეგზღუდავთ, მაგრამ არც გაგაციებთ. უმჯობესია, ჩაიცვათ შალის სპორტული კოსტიუმი. ზოგიერთი ვარჯიში შეგიძლიათ შეასრულოთ (და სასარგებლოც არის) მუშაობის დროს (მაგალითად, რემისიის პერიოდის 1-ელი ვარჯიში).
ინფორმაციის წყარო:mkurnali.ge